ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია - სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების ვიდეო ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა.
მიტროპოლიტი სტეფანე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში არ შეუშვეს.
„კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ“ - ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მეუფე სტეფანეს. მათ მიტროპოლიტთან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
თავის მხრივ, მეუფე სტეფანემ მღვდლებს კრიმინალები უწოდა.
ამავე თემაზე:
პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“