ადვოკატი აცხადებს, რომ 16 წლის მოზარდს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა

16 წლის მოზარდს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა, ბრალდება არ დაუდასტურდა. ყოფილი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი იცავდა.

ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები არ ჰქონდა და გაუპატიურებული არ ყოფილა, ამიტომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა