როგორ აღნიშნავენ ევროპის ქვეყნები შობა-ახალ წელს კოვიდპანდემიის პირობებში

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები დროებით შემსუბუქდება. კერძოდ, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3-15 იანვარი კი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეებად გამოცხადდა.

ქვეყანაში ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დაწესდა, კერძოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა, შეჩერდა მუშაობა რესტორნებსა და კვებით ობიექტებზე, ასევე სავარჯიშო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

საინტერესოა, სხვა ქვეყნები როგორ ემზადებიან შობა-ახალი წლისთვის, ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა.

Europetime მის თარგმანს გთავაზობთ.

ავტორი წერს, რომ პანდემიამ ბევრი ადამიანი გამოკეტა სახლში, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ხელახლა ჩაიკეტა, ხოლო მთოვრობები ვაქცინას ელოდებიან.

მაგალითად, გერმანიაში სოციალურ შეკრებებზე მსუბუქი შეზღუდვა მოქმედებს.

გამონაკლისია 23 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით. ერთი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, შეხვდნენ 10-მდე ადამიანს საშობაო დღეებში, ხოლო 14 წლამდე ბავშვებზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

კაცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ - სოციალური შეკრების ზღვარს მიღმა, შეზღუდვები არ შემცირდება საშობაო თარიღამდე, რადგან შემთხვევათა რიცხვი ზედმეტად მაღალია. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. საშობაო ამნისტია დამოკიდებულია ინფიცირების მაჩვენებლის კლებაზე. რაც შეეხება ახალ წელს, ფოიერვერკების შოუ გერმანიაში გაუქმდა.

ესპანეთი

პედრო სანჩესის მთავრობა მოსახლეობას შობისა და ახალი წლის გარკვეულწილად განსხვავებულ აღნიშვნას სთავაზობს. ხელისუფლება შეკრების შეზღუდვას ექვს ადამიანამდე გეგმავს.

საფრანგეთი

კომენდანტის საათი მხოლოდ საშობაოდ და საახალწლოდ გაუქმდება. ემანუელ მაკრონი მზად არის, კარანტინი გააუქმოს გარკვეული პირობებით, კერძოდ თუ 15 დეკემბრიდან ყოველდღიური ახალი შემთხევები არ აღემატება 5,000 ადამიანს, ის მზად არის გახსნას ქვეყანა, თუმცა კომენდანტის საათი, 19:00 დან 07:00-მდე, ძალაში დარჩება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ შობის და ახალი წლის დღეები.

იტალიაში კომენდანტის საათი გაუქმდება, თუმცა არ იფუნქციონირებს საშობაო ბაზრობები

ამ ეტაპზე, მარტის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება. ქვეყნის პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ნებისმიერი შეკრებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. იტალიის მრავალი რეგიონი ნაწილობრივ ჩაკეტილია და მათ შორის მოგზაურობა შეზღუდულია. ეს ზომები ძალაში იქნება 3 დეკემბრამდე, მაგრამ შესაძლოა, საგანგებო განცხადების შემდეგ მოიხსნას შეზღუდვები.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი კვლავ ჩაკეტილია, რადგან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა კოვიდთან ბრძოლის მესამე ფაზაზე გადავიდეს.

სასტუმროები დახურულია, ხოლო რესტორნებს უფლება აქვთ, გატანის სერვისით მოემსახურონ მოსახლეობას. ღია სპორტული თამაშები, გოლფის და ჩოგბურთის ჩათვლით, გაგრძელდება, ისევე როგორც სამოყვარულო გუნდური სპორტი.

მატჩებზე მოსახლეობის დაშვება კვლავ აკრძალული რჩება. საშობაოდ, ბორის ჯონსონის მთავრობამ დააანონსა შეზღუდვების დროებითი შესუსტება. სამამდე ოჯახს მიეცემა უფლება ერთად შეხვდეს შობას, კერძოდ, მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ოჯახებს უფლება ექნებათ, შეიკრიბონ ღია და დახურულ სივრცეებში (Christmas bubble) არაუმეტეს სამი ოჯახისა, 23-დან 27 ნოემბრამდე. პრემიერის განცხადებით, ახალ წელს შეზღუდვები არ შემცირდება.