ოთხი წლის გოგო აშშ-ში, ტეხასის შტატში, გალვესტონის ოლქში Covid19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. მანამდე კორონავირუსი ბავშვის დედას დაუდასტურდა, შესაბამისად, ბავშვზე კოვიდინფექციის გადაცემის წყაროც სავარაუდოდ, ის არის.
კელი კოოკი თვითონ არ იყო აცრილი, რადგან 12 წლამდე ბავშვების აცრა ჯერ არ არის მიღებული პრაქტიკა. 4 წლის გოგოს დედა ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა ნანობს მის ამ გადაწყვეტილებას.
„ერთ-ერთი ანტივაქსერი ვიყავი, ახლა ვისურვებდი, რომ არასოდეს ვყოფილიყავი“, - განუცხადა მან Daily News-ს.
აშშ-ში ბავშვებში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მაჩვენებელი მზარდია.
გასულ თვეს, გალვესტონის ოლქმა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსის 1,382 შემთხვევა აღრიცხა. გასულ კვირებში კი, ტეხასში სულ მცირე 24-მდე ბავშვი (10 წლამდე) გარდაიცვალა.