კრემლი: ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება, თუ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ყირიმის საკითხის განხილვას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილოს მინსკის შეთანხმებებისა და ნორმანდიული ოთხეულის ბოლო სამიტზე მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხი, ამასთან, ორმხრივი ურთიერთობებიც.

თუ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ყირიმის საკითხის განხილვას, მაშინ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა არ გაიმართება, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ყირიმის საკითხის განხილვა შეუძლებელია. ამიტომ, ასეთი ფორმულირება ფაქტობრივად ეჭვის ქვეშ აყენებს ასეთი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას", - ციტირებს პესკოვის სიტყვებს სააგენტო „რია ნოვოსტი“.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინს არ სურს, განიხილოს „უკრაინის შიდა კონფლიქტის საკითხი“, ანუ დონბასში ომი.

12 სექტემბერს ზელენსკის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ყირიმის საკითხის განხილვის გარეშე პუტინთან შეხვედრის აზრი უკრაინის პრეზიდენტმა ვერ დაინახა.

ამავე თემაზე:

ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს