უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

უკრაინა თურქეთიდან დამატებით ოთხ Bayraktar TB2 სისტემას (თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება. წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის) შეიძენს. მათ შორის არის 6 დრონი.

სულ 24 უპილოტო საფრენი აპარატი იქნება, განაცხადა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნიმ ადგილობრივ მედიასთან.

„წელს ერთი სისტემა შეძენილია თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით. გარდა ამისა, კიდევ ოთხი ასეთი სისტემის შესყიდვა იგეგმება 2021-2022 წლებში შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ არსენალის შევსებას უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც წარმოებულია ადგილობრივად ", - განაცხადა ზალუჟნიმ.

2018 წლის ნოემბერში უკრაინამ თურქეთიდან შეიძინა Bayraktar-ის უპილოტო თვითმფრინავები. 69 მილიონი დოლარის კონტრაქტი მოიცავდა ექვს საბრძოლო თვითმფრინავს, ორ საკონტროლო სადგურს და 200 მართვად რაკეტას.

2021 წლის მარტში თურქეთმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის წარმოება დაიწყო.