ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს

ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ,ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

”ავღანეთის კრიზისი არ დასრულებულა. იმისთვის, რომ მოვლენებზე ზემოქმედების რაიმე შანსი გვქონდეს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა „თალიბანთან“ ურთიერთობისა”, - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების მნიშვნელობას.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „თალიბანთან“ ჰუმანიტარული დიპლომატიური კავშირების აღსადგენად პირობები, მათ შორის ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დაცვა დაასახელეს.

ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.

მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.