ემანუელ მაკრონი პოლიციაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ქვეყნის საპოლიციო ძალების და მათი ქცევის მონიტორინგის მიზნით, საპარლამენტო ზედამხედველობის შექმნა სურს.

France24 წერს, რომ მაკრონის გამოსვლა მოსახლეობასთან პოლიციის ურთიერთობის საკითხზე დისკუსიას მოჰყვა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიციის ძალების საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანოს შექმნა აუცილებელია.

კერძოდ, საუბარია გასული წლის ნოემბერში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ოთხი ოფიცერი შავკანიან მუსიკოსს სცემს. მაშინ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის ცემა საფრანგეთისთვის სამარცხვინოა. მისივე თქმით, პოლიციელის ქმედებები სამაგალითო უნდა იყოს.

მიშელ ზეკლერზე თავდასხმამ საფრანგეთში ფართო აღშფოთება გამოიწვია და გაამძაფრა აქტივისტების პრეტენზია უმცირესობების, განსაკუთრებით შავკანიანი და არაბი კაცების მიმართ აგრესიის გამო.

საფრანგეთში პოლიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა იმის გამო ისმის, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიციის დამოუკიდებელი ზედამხედველი.