ანდრიუს კუბილიუსი: თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, თუ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ კუბილიუსი „მთავარ არხთან“ აცხადებს.

„გვსურს, ვიხილოთ შემდეგი, ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეულია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ „ქართული ოცნება“ ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და რამდენი პროცენტიც არ უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.

კახა კალაძე: შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს

ასევე წაიკითხეთ:

ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ