ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების შეხვედრაზე (MEP) მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი აარიდოს პროვოკაციებს და თავისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს.
"ევროპარლამენტარების შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის და პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ", - წერს მარინა კალიურანდი.