მომავალი კვირიდან, დიდ ბრიტანეთში გარკვეულ ჯგუფებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებენ 50 წელს გადაიცლებულებს, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ახალგაზრდებს და ჯანდაცვის მუშაკებს.
ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის მრჩეველთა ჯგუფმა (JCVI) გასცა რეკომენდაცია, რომ დაახლოებით, 30 მილიონ ადამიანს უნდა შესთავაზონ მესამე დოზა.
მათ განაცხადეს, რომ გამაძლიერებელი უნდა გაკეთდეს სულ მცირე, ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ადამიანმა მიიღო ვაქცინის მეორე დოზა - რეკომენდებულია Pfizer -BioNTech-ის ვაქცინა.
როგორც ცნობლია, შოტლანდია ორშაბათიდან დაიწყებს ფართო ჯგუფისათვის გამაძლიერებელი დოზის შეთავაზებას.