პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც უსმენდა და მანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
„მე ველოდები გამოძიებას და მაინტერესებს, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხიდან ვისმენთ, თითქოს 6 თუ 7 ათასი ფაილი არსებობს, რომელიც მოიპოვეს აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანისგან. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა ამ გარდაცვალებითაც შეეცდებიან მანიპულირებას, როგორც ეს იყო ბაჩალიაშვილის, ხორავას ქუჩის საქმეებზე. უკაცრავად გამოთქმისთვის, „ტრუპების მენტალიტეტიდიან“ ვერ გამოვიდნენ. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც უსმენდა და მანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა. ტირაჟირებამ შეიძლება ადამიანები თვითმკვლელობამდე მიიყვანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამავე თემაზე:
პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“