ატლანტის ზოოპარკში 18 გორილას COVID19 დაუდასტურდა

ატლანტის ზოოპარკში 20-დან 18 გორილას COVID19 დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსი მათ მომვლელისგან გადაედოთ. ზოოპარკის ბინადრებს სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის ხველება, სურდო და უმადობა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გორილებს შეუძლიათ, ადამიანებს გადასცენ ვირუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, გორილებში, სულ მცირე ოთხმა ნიმუშმა „დელტა“ ვარიანტი აჩვენა.