ევროკავშირი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინების დამატებით 200 მლნ დოზას მიაწვდის

ევროკავშირი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით 200 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გლობალური ვაქცინაციის დაჩქარებაა. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება 250 მილიონი დოზის გაზიარების შესახებ. გარდა ამისა, დამატებით 200 მილიონ დოზას მივაწვდით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.