საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული გზავნილების ოდენობამ ერთი მილიარდ 83.1 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - მხოლოდ 366.4 მილიონი დოლარი იყო.
გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესრტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ 716.7 მილიონით დოლარით მეტია.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით,, 2021 წლის პირველ კვარტალში (პირველ სამ თვეში) ქვეყანაში 132.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში - 234.2 მილიონი დოლარი შემოვიდა.
გზავნილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა ასე გამოიყურება:
იანვარი - 149.8 მლნ დოლარი;
თებერვალი - 161.4 მლნ დოლარი;
მარტი - 188.2 მლნ დოლარი;
აპრილი - 194.1 მლნ დოლარი;
მაისი - 187.7 მლნ დოლარი;
ივნისი - 201.9 მლნ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში 208.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, ხოლო აგვისტოში - გზავნილების ოდენობამ 204.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.