ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გორში სიტყვით გამოსვლისას სტალინის ქუჩა პარიზის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირს, შანზ-ელიზეს შეადარა.
„განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები და გორი აქ მოწინავეა, რადგან ყველაზე გრძელი, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დიდი ქუჩა შევარჩიეთ, თვითონ გორელებმა შეარჩიეს, მუნიციპალიტეტმა შეარჩია. მთლიანად სტალინის ქუჩა, როგორც ისტორიული შენობა-ნაგებობები, ასევე თანამედროვე, გახდება ევროპული. იმ სტანდარტის და იმ შინაარსის მქონე, რასაც ევროპა ჰქვია.
პატარა იუმორიც უნდა ჩავაქსოვო. პრეზენტაცია რომ ვნახე, რატომღაც ეფექტი გამიჩნდა პარიზის შანზ-ელიზესი, მასშტაბი არის ისეთი, ძალიან დიდი ქუჩა არის და ძალიან ლამაზი გამწვანებაა. როდესაც გამოვედით პრეზენტაციიდან, რესტორანი ყოფილა, დაუსწრია ვიღაცას და შანს-ელიზე ჰქვია, ასე არ არის? იუმორი იუმორად, მაგრამ მეგობრებო, ეს შემთხვევითი არ არის, ერთ-ერთი მოწინავე ქუჩაა, რაზეც ვლაპარაკობ, ეს არის გული საფრანგეთის და პარიზის, დიახ, ასეთი ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გორში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას.