საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 22.5% სრულად ვაქცინირებულია

15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 561 228-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%

სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%

14 სექტემბერს აიცრა 24 941 ადამიანი.