თბილისში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მეცხრე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ექიმმა განაცხადა, ექიმები ბიჭის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ.
თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დღეს დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.