გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის და შს მინისტრობის დროს არ იცოდა, რომ ქვეყანაში მოსმენები ამ მასშტაბით მიმდინარეობდა.
„ფორმულას“ ეთერში კითხვის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ ადამიანებს ამ მასშტაბით უსმენდნენ.
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურიდან ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდიოდა გარკვეული „ბრიფები“. მაგრამ ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა, რა თქმა უნდა". პირველ რიგში, ამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. იმ ნაწილში, სადაც ავთენტურობა იქნება დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე ამას ვუშვებ - შეიძლება, დანაშაული იყოს დადგენილი. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.
რაღაც ნაწილში, გარკვეული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვიღაცებს შესაძლოა, ლეგიტიმურადაც უსმენდნენ. ასეთებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ იქ, ზოგიერთები. ბევრს არ ვამბობ.
მეორე საკითხია, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს მეორე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ უწყებებში ინფორმაცია როგორ მოძრაობს, კაციშვილმა არ იცის.
მესამე, უმძიმესი საკითხი - იმის ნაცვლად, რომ ეს ორი საკითხი დაადგინო - ავთენტურობა და იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი, საერთოდ როგორ გაჟონა ამ უწყებიდან, დღეს რას ვხედავთ - მმართველი ძალა ამ არამარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ვიღაცისთვის დამიზნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. „ქართული ოცნება“ ირიბად ცდილობს ამ საქმის მათთვის გადაბრალებას“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.
პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“