ისრაელი და ევროკავშირი ერთმანეთის კოვიდ სერტიფიკატების აღიარებაზე შეთანხმდნენ. The Jerusalem Post-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში შევა ოქტომბრის დასაწყისში.
ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ისრაელი ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატის პროგრამას შეუერთდა.
სერთიფიკატი საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ მოქალაქეებს, იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც არიან პროგრამის წევრები და მათი სერტიფიკატი აღიარებულია მათი დანიშნულების ქვეყნის მიერ. ამავდროულად, წევრი ქვეყნების მოგზაურების სერთიფიკატები ასევე აღიარებული იქნება ისრაელში.
ევროკავშირმა პროგრამის გამოყენება წევრ ქვეყნებს შორის 2021 წლის პირველ ივლისს დაიწყო. მას შემდეგ პროგრამა გაფართოვდა მეზობელ ქვეყნებში. როდესაც ისრაელი ოფიციალურად დაიწყებს ამ პროგრამის გამოყენებას, მასში სავარაუდოდ, 35-40 ქვეყანა იქნება ჩართული.