ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა, კორონავირუსი შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
ისრაელ მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალი, რომელიც ადრე უკონტროლოდ გამოიყენებოდა აივ ინფექციის სამკურნალოდ, აქვს პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ, რის გამოც პაციენტები სახლში მკურნალობით, რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ვირუსებისგან.
როგორც გამოცემა წერს, Code Pharma-ს მეცნიერები, რომლის სათავო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს, ხოო კვლევის ოფისი ისრაელში, აქტიურად მუშაობენ ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე.
ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა.
The Jerusalem Post-ის ცნობით, კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.
Code Pharma-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათი მიზანია კვლევის პროცესის დასრულება დაახლოებით, 3-დან 6 თვის ვადაში და შემდეგ უკვე მიმართოს შესაბამის ორგანოებს წამლის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის გასაცემად.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.