რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მას უკვირს და არ იცის როგორ ახსნას, თუ რატომ ყოყმანობს ზოგიერთი კარდინალი კათოლიკურ ეკლესიაში, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ეს ცოტა უცნაურია, რადგან კაცობრიობას აქვს ვაქცინებთან მეგობრობის ისტორია", - განუცხადა ფრანცისკემ ჟურნალისტებს, სლოვაკეთიდან იტალიაში ფრენის დროს.
მისი თქმით, კარდინალთა კოლეჯშიც არიან ვაქცინის უარმყოფელები. მათგან ერთ-ერთი ამჟამად კორონავირუსს საავადმყოფოში მურნალობს. პაპის თქმით, "ეს არის ცხოვრების ირონია".
მან დასძინა, რომ ვატიკანში თითქმის ყველა აცრილია და რომ ისინი "სწავლობენ როგორ დაეხმარონ" მათ, ვინც ვაქცინაციაზე ყოყმანობენ.
"ბავშვობაში ვიცრებოდით წითელას წინააღმდეგ, პოლიოს წინააღმდეგ. ყველა ბავშვი იყო აცრილი და არავის არაფერი უთქვამს", - განაცხადა პაპმა.
მაგრამ პონტიფიკოსმა აღიარა, რომ ვაქცინის შესახებ დებატებმა შეიძლება გაზარდოს შიში და გაურკვევლობა, რაზეც მან თქვა: "ჩვენ უნდა განვმარტოთ ყველაფერი და მშვიდად ვისაუბროთ".