გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება

გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

Europetime-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია "ქურდული სამყაროს" წევრების დაკავებას უკავშირდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.