საქართველოში კორონავირუსი 2 176 ადამიანს დაუდასტურდა, 43კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 176 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, 43 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 727 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 554 618, გარდაიცვალა 8 390 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.

ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან 756 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 26 693, საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 607, იმერეთში - 1 049.

მძიმე პაციენტია 1 322, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 151, იმერეთში - 350.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 18, იმერეთში - 30.

1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 - თბილისში, 377 - აჭარაში.

19 706 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.