გერმანიის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, Business Insider-ი იუწყება, რომ არჩევნებისათვის საჭირო სერვერი დაცული იყო და მასზე შეტევით არ დაზიანებულა.
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლოს ვებგვერდი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, თუმცა პრობლემა მოიხსნა და ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
გერმანიის ფედერალური არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება.