15 ოქტომბრიდან, იტალია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებული იქნება, სამსახურში კოვიდსერტიფიკატი წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, "მწვანე სერთიფიკატის" წარდგენა ყველასათვის სავალდებულო გახდენა, მიუხედავ იმისა, საჯარო სექტორში მუშაობს, თუ კერძო სექტორში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 400-დან 1 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ასევე, გასულ კვირას, იტალიის მთავრობამ დაამტკიცა კანონმდებლობა, სადაც ნათქვამია, რომ ყველა, ვინც მუშაობს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში და "მწვანე სერთიფიკატის" გარეშე იქნებიან, ასევე შეიძლება დაჯარიმდეს 400 ევროდან 1000 ევრომდე.
ამასთანავე, თუ თანამშრომელი ხუთი დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდება და შესაბამის მიზეზს ვერ დაასახელებს, დამსაქმებელს ექნება უფლება, შეაჩეროს თანამშრომლის სამუშაო კონტრაქტი.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ვაქცინაციის ტემპის გაზრდაა. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის მიზანია, სამ, მაქსიმუმ ოთხ კვირაში მიაღწიოს ვაქცინაციის ისეთ ტემპს, რომ იტალიამ შეძლოს "უსაფრთხო ზონაში" გადასვლა.