9 163 ქორწინება და 4 675 განქორწინება -  იანვარ-ივნისის მონაცემები

2021 წლის 6 თვეში, იანვარ-ივნისში, რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთანავე, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა

საქართველოში 2021 წლის პირველ 6 თვეში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვმა 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.