შრომის ინსპექცია გარემოვაჭრეებს სთავაზობს, ყვავილები ონლაინ რეჟიმში გაყიდონ.
"მათ შეუძლიათ, დისტანციურად განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აკრძალული". - განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.
ყვავილების ბიზნესში ჩართული გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან შეზღუდვებს, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერი წყაროა.