წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ერთი არის 19-109 მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და მეორე - 236-ე მუხლი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.