სამწუხაროა ევროპარლამენტის მიერ ანგარიშის დამტკიცება, რომელიც ითხოვს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ამ დოკუმენტის არსი მხოლოდ სამწუხაროა. სამწუხაროდ, ის არ საუბრობს დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების გადაწყვეტის აუცილებლობაზე სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის გზით და სხვადასხვა არხებით. ფაქტია, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათისაა", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ლიტველი დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის ანგარიში, რომელიც ევროკავშირის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედონ რუსეთთან ურთიერთობას.
ამავე თემაზე: