საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - განუცხადეს Europetime-ს სუს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სოფლის მიმდებარე ტყესთან ახლოს საქონელს მწყემსავდა.