საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. ამის შეახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცეელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური Pfizer-ის მეორე დოზით დღეს აიცრა.
ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
"პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა 8 აგვისტოს გაიკეთა.