მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებული. მეხანძრე-მაშველები ადგილზე რჩებიან. უცნობია ზარალის ოდენობაც.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დროულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ხის საამქროში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა.

„მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია და თითქმის მთლიანად დაიწვა საამქრო“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.