ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგრიდ კააგმა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის კრიტიკის გამო, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატებმა საგარეო და თავდაცვის მინისტრები გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ათობით ავღანელი პერსონალის უსაფრთხო გასვლა ქვეყნიდან, "თალიბანის" ხელში ჩაგდების შემდეგ.
ერთი დღით ადრე, კააგმა აღიარა, რომ ადგილობრივი საელჩოს თანამშრომლები და ჰოლანდიური ჯარების თარჯიმნები არ იყვნენ ევაკუირებულები ქაბულიდან. მისი თქმით, ეს განპირობებულია მთავრობის დაბნეული რეაქციით, ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ გაფრთხილებებზე.
როგორც ცნობილია, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგების თანახმად, მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაიჭირა, 72 კი წინააღმდეგი წავიდა..