ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი, 56 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 591 766 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 556 810, გარდაიცვალა 8 446 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.
16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.20%.
ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან 716 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484, საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 233, აჭარაში - 608, იმერეთში - 1 059.
მძიმე პაციენტი: 1 306, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში - 146, იმერეთში - 344.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 352, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 24, იმერეთში - 29.
1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 351 - აჭარაში. 19 582 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.