შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა თურქეთში მყოფ 5 პირს, რომლებიც "ალ-ქაიდასთვის" მატერიალური დახმარების გაწევაში არიან ბრალდებულები.
სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი 5 პირიდან, 3 თურქეთის სამი მოქალაქეა, ორი მათგანი კი ეგვიპტიდანაა.
ხუთივე მათგანს ბრალად ედება "ალ-ქაიდასთვის" მატერიალური, ფინანსური, ტექნიკური დახმარების გაწევა და სპონსორობა.
”ეს მიზანმიმართული სანქციები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, შეწყვიტოს "ალ-ქაიდას" ფინანსური დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან, რათა გამოამჟღავნონ და ჩაშალონ "ალ-ქაიდას" ფინანსური დახმარების ქსელები" ,- საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორი ანდრეა გაკი განცხადებაში წერს.
ახალი სანქციების თანახმად, დასახელებული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება ან აქტივი უნდა ეცნობოს ფედერალურ მთავრობას, ასევე ეკრძალებათ „ყველა სახის გარიგება ამერიკელებთან ან შეერთებულ შტატებში (მათ შორის ტრანზაქციები შეერთებულ შტატებში).