ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამნისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.