"ევროკავშირი ინფორმირებულია სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ პეტერ სტანოს რადიო თავისუფლებას განუცხადა.
ბორელის თანაშემწე რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა, სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშველოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.
„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“,- განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.
ცნობისთვის, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
აღნიშნული მასალების გავრცელების ფაქტზე, 14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.