უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ედინბურგის ჰერცოგის ანდერძი საიდუმლოდ დარჩება მინიმუმ 90 წლის განმავლობაში, რათა დაცული იყოს დედოფლის "ღირსება და მდგომარეობა". ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, უკვე საუკუნეზე მეტია რაც დადგენილია, რომ სამეფო ოჯახის უფროსი წევრის გარდაცვალების შემდეგ, სასამართლოებს სთხოვენ მათი ანდერძი დალუქონ. რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით სხვა ანდერძებისგან, ის არ იქნება ღია საჯარო შემოწმებისთვის. სასამართლო მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
90 წლის შემდეგ გაიმართება კერძო სასამართლო მოსმენა, რომელზეც გადაწყდება, გასაჯაროვდება თუ არა ანდერძი.
ანდერძის დალუქვის შესახებ განცხადება სამეფო ოჯახის სასამართლოების ყველაზე უფროსმა მოსამართლემ, ივლისში, პირადად განიხილა.
შეგახსენებთ, რომ ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.