შეერთებული შტატები გეგმავს, Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონი დოზა შეიძინოს, რათა მთელ მსოფლიოს გაუნაწილოს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით, The Washington Post-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, შესყიდვის შესახებ გადაწყეტილება მომდევნო კვირის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, მაშინ, როცა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა გლობალური ვაქცინაციის კამპანიის მნიშვნელობას, როგორც ვირუსის დამარცხების საშუალებას და შეერთებულმა შტატებმა დაგეგმა ვირტუალური COVID-19 სამიტი გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში.