გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა", - წერს გიორგი გახარია.

პარტია "საქართველოსთვის" ცნობით, ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს.,

"ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება. დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი", - ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.