საქართველოში კორონავირუსი 1 997 ადამიანს დაუდასტურდა, 52 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 232 პაციენტი, 52 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.

17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.02%.

ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან 692 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 124, იმერეთი - 292, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 154, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 197, საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 582, იმერეთში - 1 044.

მძიმე პაციენტი: 1 264, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 138, იმერეთში - 333.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 345 , მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 27, იმერეთში - 30.

1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 321 - აჭარაში.

20 464 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 153 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.