გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში გაეროს პოლიტიკური მისია (UNAMA), რომელსაც ვადა17 სექტემბერს ამოეწურა, ექვსი თვით გაახანგრძლივა, ამის შესახებ იფნრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება 15-წევრიანმა საბჭომ იმიტომ მიიღო, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა შეიმუშაოს, თუ რა ცვლილებების დაგეგმვაა შესაძლებელი "თალიბების" მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ.
დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია ესტონეთისა და ნორვეგიის მიერ, აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრები ხაზს უსვამენ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის ჩამოყალიბების და ქალთა, ბავშვთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის აუცილებლობას.
ცნობისთვის, ავღანეთის ახალმა მმართველებმა შექმნეს დროებითი მთავრობა, რომელიც შედგება მხოლოდ "თალიბანის" წევრებისა და თანამოაზრეებისგან და არა ქალებისგან.