საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი იცვლება. მედიკოსები ისევ გამოიყენებენ პრეპარატ „რემდესივირს“, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოხმარებიდან ამოიღო, თუმცა მოგვიანებით თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
აღნიშნული, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მთავრობა პრეპარატის შემქმენელებთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. მედიკამენტი, დოკუმენტის ხელმოწერიდან 2 კვირაში გახდება ხელმისაწვდომი.
„ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ პრეპარატით იმკურნალა.