აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია Southwest Airlines-ი დამატებით თანხას გადაუხდის თანამშრომლებს თუ აიცრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC-ი წერს, ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად მიიღო, რადგან აშშ -ში ინფექციის მაჩვენებელი იზრდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ თუ ისინი 15 ნოემბრამდე წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 16 საათის ანაზღაურების ოდენობის ბონუსს მიიღებენ.
"თუ თქვენ არ ხართ აცრილი და ამის გაკეთება გადაწყვიტეთ, ეს ვადები საკმარისია იმისთვის, რომ ორი დოზით, ან ერთი დოზით მაინც აიცრათ", - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო დიდ კომპანიებსა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო მომდევნო კვირებში ხდება, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ თანამშრომელს შეეხება.