ავსტრალიის პოლიციამ „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე 270-მდე ადამიანი დააკავა

ავსტრალიის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, რომელბიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიის პოლიციამ მელბურნში 235, სიდნეიში კი - 32 დემონსტრანტი დააკავა.

ვიქტორიას პოლიის განცხადებით, ექვს ოფიცერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციის თქმით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ოფიცერი ძირს დააგდეს და ფეხებს ურტყამდნენ.

როგორც ცნობილია, მელბურნში აქციაზე დაახლოებით 700 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათ შეკრების საშუალება არ მისცა და ბარიკადები აღმართა. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქში გადაადგილება.

ცნობისთვის, ავსტრალიაში კორონავირუსის "დელტა"ვარიანტის გავრცელების გამო, მკაცრი შეზღუდვები ივნისის თვიდან მოქმედებს. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა ეკრძალება. დიდ ქალაქებში სამხედროები პატრულირებენ, რომლებიც მოსახლეობის მიერ შეზღუდვების დაცვას აკონტროლებენ.