ელენე ილურიძე მეორე ქართველია, რომელიც აშშ-ის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე კარიერას ამერიკის კოლეჯთა ლიგის გუნდში, "ტაილერ პეტრიოტსში" გააგრძელებს.

ნატალია ოთხმეზურის შემდეგ, ელენე მეორე ქართველია, რომელიც აშშ-ის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს.

ნატალია ოთხმეზურმა კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის Southern Utah-ს უნივერსიტეტთან გააფორმა.

"ელენე შრომისმოყვარე კალათბურთელია. მოხარულები ვართ იმ მცველის დამატებით, რომელსაც თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. ელენეს პლუსია მისი საერთაშორისო გამოცდილებაც. ილურიძის შემატებით გუნდის თავდაჯერებულობა აშკარად გაიზრდება”, - განაცხადა ტაილერის მწვრთნელმა, რებეკა ალვიდრესმა.

ცნობისთვის, ელენე ილურიძე 178 სმ სიმაღლის კალათბურთელია, რომელსაც როგორც მცველის, ასევე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის 2017 წელს 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.