„თალიბანმა“ დახურა ქალების საქმეთა სამინისტრო და შეცვალა იმ დეპარტამენტით, რომელიც ოდესღაც მკაცრ რელიგიურ დოქტრინებს აღასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობლია, ქალების საქმეთა სამინისტრო ღირსების გავრცელების და მანკიერების აღმოფხვრის სამონისტროდ ჩაანაცვლეს.
BBC-ის ცნობით, ქალების საქმეთა სამინისტროს შენობაზე აბრა უკვე ჩამოხსნეს და ახალი სამინისტროს აბრით შეცვალეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შენობის გარეთ ქალთა სამინისტროს თანამშრომლები თალიბანისგან სამსახურში დაბრუნების უფლებას ითხოვდნენ.
BBC-ი წერს, რომ სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების სამინისტრო 1990-იან წლებში, ავღანეთში „თალიბების“ მმართველობის პერიოდში, მკაცრ ისლამურ წესებს და ქალებზე მკაცრ შეზღუდვებს ახორციელებდა.
„თალიბანის“ წარმომადგენლების თქმით, ამ უწყების არსებობა მნიშვნელოვანია.
"მთავარი მიზანია ისლამის მსახურება. ამიტომ, სათნოებისა და მანკიერების სამინისტრო აუცილებელია", - განაცხადა ერთ-ერთმა წევრმა, მუჰამედ იუსუფმა.