სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებული 15 პირიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული 15 პირიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა, 3 კი აღკვეთის გარეშე დატოვა.

მოსამართლე ალექსანდე იაშვილის თქმით, 3 პირის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად გირაოს 2 000-დან 7 000 ლარამდე სთავაზობდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე ითხოვდა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიებით სახით გამოყენებული ყოფილიყო სასჯელის უმაღლესი ზომა პატიმრობა, რადგან პროკურორის განმარტებით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალი წარუდგინა

შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა