ხანძრისგან დაზიანებული პარიზის ღვთსმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა

ხანძრის შედეგად დაზარალებული პარიზის ღვთსმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა. სპეციალისტები მალე სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტაძარი 2024 წლისათვის იქნება აღდგენილი და პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გაიხსნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს თვეებში დაიწყება, როდესაც ტენდერით შესაბამისი კომპანია შეირჩევა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 2019 წელს გაჩნდა, რომელმაც სახურავის და 96-მეტრიანი გუმბათის ჩამოქცევა გამოიწვია. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის შიგნით არსებული უნიკალური ფრესკებიც.